მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-4 წლის განმავლობაში 250 მეგავატის სიმძლავრეს დავამატებთ - „ფერის“ გეგმები

625c3db50c6b1
თელარა გელანტია
17.04.22 23:45
2321
კომპანია „ფერი“ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ენერგოობიექტების მშენებლობას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ის და #თიბისის ერთობლივ მედიაპროექტ #კონცეპტში, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში 250 მეგავატის სიმძლავრეს დავამატებთ - ვგულისხმობ მხოლოდ ჰიდროს, ასევე დაახლოებით, 200 მეგავატზე ცოტა მეტს - ქარს და 50 მეგავატზე მეტს - მზეს. ჯამში, დაახლოებით, 500 მეგავატის სიმძლავრეს დავაგენერირებთ“, - თქვა ლაშა იორდანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამომავლო პროექტები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა.

რაც შეეხება პრობლემურ პროექტებს, ლაშა იორდანიშვილმა პანკისსა და გურიაში შეჩერებული მცირე ჰესის სადგურები დაასახელა.

„მე არ მინდა ვინმეს დადანაშაულება. მოსახლეობის ინფორმირებულობაზე კომპანიას ალბათ მეტად უნდა ეზრუნა“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები