3 დღით, სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხებიდან, ბენეფიციარები წყალს ვერ მიიღებენ. ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
აღნიშნულის მიზეზად თბილისის ზღვის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულად შემცირებული რაოდენობა სახელდება.
"თბილისის ზღვის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულად შემცირებული რაოდენობის გათვალისწინებით, ქ.თბილისის სასმელი წყლის მომარაგების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სიონის წყალსაცავიდან თბილისის ზღვის წყალსაცავის შევსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 20 ივლისის საღამოს 19:00 საათიდან - 23 ივლისის 10:00 საათამდე სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყდება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც წყალს იღებენ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხების საშუალებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.