მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 ქვეყანა, 1 მუნდიალი - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების დეტალები

სამი ქვეყანა, 48 ნაკრები და ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო სანახაობა -2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სრულიად ახალ ფორმატში გვიახლოვდება. პირველად ისტორიაში მუნდიალს ერთდროულად სამი მასპინძელი ქვეყანა — აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ, ხოლო მატჩები 16 ქალაქში გაიმართება.როგორ ნაწილდება თამაშები ქვეყნებს შორის? რატომ გახდა საჭირო ასეთი მასშტაბური თანამშრომლობა?რა ლოგისტიკური, ფინანსური და უსაფრთხოების გამოწვევები ახლავს ტურნირს, რომელიც 104 მატჩს გააერთიანებს?წინ გველოდება მუნდიალი, რომელიც შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ამბიციური ორგანიზაციული პროექტი გახდეს. სამი ქვეყანა, ერთი ჩემპიონატი-როგორ ემზადება ჩრდილოეთ ამერიკა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები