მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 წელიწადში თევზის მოხმარება ერთ სულზე წლიურად 4-დან 9 კგ-მდე გაიზარდა - თევზის მომშენებელთა ასოციაცია

თევზი

საქართველოში თევზის მოხმარება გაიზარდა. თევზის მომშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 2022 წელს ჩატარებული მოკვლევის შედეგად წლიურად ერთ სულ მოსახლეზე თევზის მოხმარება 4 კილოგრამს შეადგენდა, რა მაჩვენებელიც დღეს 7-8-9 კილოგრამამდეა გაზრდილი.

„ქვეყანაში თევზის მოხმარება იზრდება. მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე წლიური მოხმარება 24 კილოგრამია, ჩვენი დადგენილებით 12 კილოგრამი. 2022 წელს საქართველოში 4 კილოგრამ თევზს მოვიხმარდით , ახლა 7-8-9 კილოგრამამდე ავედით",-აცხადებს ნინო ჩობანიანი.

საქართველო ძირითადად თევზის იმპორტზეა დამოკიდებული. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყნის შიდა წარმოება მხოლოდ 3 ათას ტონამდეა. მაგალითად 2023 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2 469 ტონა თევზი იწარმოვა, მაშინ როცა საგრძნობლად დიდია ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის წილი. მაგალითად, გასულ წელს ქვეყანაში 7,7 მილიონი დოლარის ღირებულების, 995 ტონა ახალი ან გაციებული თევზის იმპორტი განხორციელდა.

ამ პროდუქტის მთავარი მომწოდებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თურქეთია, საიდანაც გასულ წელს ქვეყანამ 4,8 მილიონი დოლარის ღირებულების თევზი შემოიტანა.

მართალია, ქვეყნის შიდა წარმოება ჯერ საკმაოდ მცირეა, თუმცა დონორების მხარდაჭერით საქართველოს უკვე აქვს “საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია”, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა. სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო პოტენციალის გათვალისწინებით, “წარმოების იმ სახით გაზრდა, რომ სულ მცირე, დაკმაყოფილდეს ადგილობრივი მოთხოვნა და ამჟამინდელი წლიური წარმოება გაიზარდოს მინიმუმ ხუთჯერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები