მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 წლის წინ თუ 100-მდე ინვესტორს ვესაუბრებოდით, დღეს არ ვესაუბრებით არცერთს - რატომ ვერ ვითარდება საქართველოს კრიპტო ბაზარი?

სს

3 წლის წინ თუ 100-მდე ინვესტორს ვესაუბრებოდით, დღეს არ ვესაუბრებით არცერთს - ამის შესახებ „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ კუჭავა Bm.ge-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის განვითარების ხედვა არ არსებობს. ავთანდილ კუჭავას შეფასებით, საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ ეს ინდუსტრია განავითაროს და უფრო მეტი სარგებლის მიღება შეძლოს.

"2021 წელს, სანამ რეგულაციებს მივიღებდით, საქართველოში ინვესტირების შესახებ, ვესაუბრებოდით 100-მდე ინვესტორს, დღეს არ ვესაუბრებით არცერთს. ბუნდოვანია, რა უნდა გაკეთდეს აქ და რა იქნება პირობები და ასევე, არ გვაქვს ცალსახა პასუხები რომ ინვესტორებს ვუთხრათ, რისი განვითარება გვინდა და ამის მზაობა რომ არის მოსახლეობისგან და მთავრობისგან.

ჩვენი ქვეყნის მხრიდან არ ჩანს ინტერესი რომ ინვესტორი შემოვიდეს. როცა ინვესტორს ვესაუბრებოდით, ვესაუბრებოდით არა მხოლოდ მის ბენეფიტებზე, არამედ სოციალურ პასუხისმგებლობებზე და ჩვენს ბენეფიტებზე, რაც უნდა მიგვეღო და ორივე მხარე ბედნიერები ვიყავით.

ბოლო ერთ წელიწადია უცხო ქვეყნის ინდუსტრიის განვითარებაზე უფრო ვფიქრობთ საქართველოდან, ვიდრე საქართველოს ინდუსტრიის განვითარებაზე, რადგან არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია", - განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები