2026 წლის იანვარში jobs.ge-ზე 6 414 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 8.6%-ით, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით 4.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია - ამის შესახებ PMCG-ის დასაქმების თრექერის პუბლიკაციაშია საუბარი.
კვლევის თანახმად, თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა (+16.0%), ხოლო კლება დაფიქსირდა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (-4.1%).
წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში (+13.4%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მეტი კლება - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (-1.2%).
3 თვეში, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 18 848 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024-2025 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით, 8.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა.
3 თვეში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით:
- 824 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024-2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია;
- 4 124 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024-2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.6%-ით მეტია;
- 5 016 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024-2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით მეტია;





























