მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 თვეში კონკურენციის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 230 განაცხადი დაფიქსირდა

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 230 განაცხადი დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 17 საქმეზე 9 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს 14 საქმეზე, ჯამში 10 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. აქედან, 2 მოვაჭრე დაჯარიმდა ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო, 1000 ლარის ოდენობით.

"მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 34 საქმეზე - 31 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა ვალდებულება აიღეს - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, ხოლო შემდეგ ადგილებს იმერეთი, აჭარა და კახეთის რეგიონი იკავებს.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 71, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 68, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 46, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 12, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 9, ხოლო სხვა დანარჩენი 24 შემთხვევა,"-ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 2%; მშენებლობა 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები