საქართველომ 2026 წლის პირველ კვარტალში სათამაშო ბანქოს იმპორტში 0.5 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ – მარტში საქართველოში 55 ტონა სათამაშო ბანქოს იმპორტის ღირებულება $527 600 იყო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა $339 ათასი და 58 ტონა იყო.
შედარებითი მონაცემებით, იმპორტი ღირებულებაში 55.6%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობაში 5.1%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სათამაშო ბანქოს იმპორტი გაუძვირდა.
საქსტატის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში, ქვეყანამ კილოგრამ სათამაშო ბანქოში საშუალოდ 9.5 დოლარი გადაიხადა.
წელს, 3 თვეში საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები ასეთია:
- პოლონეთი - $186 400, 10 800 კგ;
- ესპანეთი - $147 000, 6 100 კგ;
- ნიდერლანდები - $91 000, 11 200 კგ;
- ჩინეთი - $61 500, 23 700 კგ;
- გერმანია - $31 400, 3 ტონა.




























