საქართველოში პურ-ფუნთუშეულის იმპორტი 2026 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტმა $45.7 მლნ, ხოლო მოცულობით 13 922 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-მაისში მაჩვენებელი იყო $38.8 მლნ და 13 026 ტონა.
მონაცემებით დგინდება, რომ იმპორტი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.
წელს, 5 თვეში მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორის ლიდერობენ:
- რუსეთი - $9.8 მლნ / 4 081 ტონა;
- უკრაინა - $7.1 მლნ / 2 400 ტონა;
- თურქეთი - $6.7 მლნ / 1 908 ტონა;
- პოლონეთი - $5 მლნ / 639 ტონა;
- ბულგარეთი - $3.6 მლნ / 690 ტონა;
- აზერბაიჯანი - $2.4 მლნ / 1 481 ტონა;
- იტალია - $2.1 მლნ / 475 ტონა;
- გერმანია - $1.2 მლნ / 188 ტონა;
- რუმინეთი - $1.1 მლნ / 316 ტონა;
- ბელარუსი - $946 ათასი / 275 ტონა.
აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ბაზარზე იმპორტირებული პურ-ფუნთუშეულის წილი სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით რეგიონული მომწოდებლების მიმართულებით.
რაც შეეხება ექსპორტს, გაზრდილია საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის საერთაშორისო რეალიზაციის მონაცემებიც. ოფიციალური მონაცემებით, ხუთ თვეში ქვეყნიდან $5.3 მლნ ღირებულების 1 453 ტონა პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი $2.8 მლნ-ის 860 ტონა პურ-ფუნთუშეულს შეადგენდა. შედეგად, წლიურ ჭრილში პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი ღირებულებით 87.8%-ით, ხოლო მოცულობით 68.9%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-მაისში ქართული პურ-ფუნთუშეულის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთი იყო, სადაც $1.7 მლნ ღირებულების 413 ტონა პროდუქცია გავიდა. მას მოსდევს:
- აზერბაიჯანი - $1.3 მლნ, 546 ტონა;
- სომხეთი - $1 მლნ, 241 ტონა;
- ისრაელი - $603 ათასი, 178 ტონა;
- რუსეთი - $384 ათასი, 43 ტონა;
- თურქეთი - $120 ათასი, 14 ტონა;
- ბელარუსი - $73 ათასი, 8 ტონა;
- ირანი - $28 ათასი, 2 ტონა;
- ლატვია - $6 ათასი, 1.6 ტონა;
- აშშ - $5 ათასი, 1.8 ტონა.




























