მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური
08.10.24 14:44
604

მიმდინარე წლის, 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით კონტროლის შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად ამოღებული აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 38 509 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიგზავნა.

„აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაგზავნილია განსჯად სასამართლოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები