მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ თვეში "ყაზბეგის" საბაჟოზე 3 042 301 ლარის დაუდეკლარირებელი თანხა ამოიღეს - RS

შემოსავლების სამსახური

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 3 042 301 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 251 356 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები