მსოფლიოს სამი უმსხვილესი სუვერენული ფონდი - ნორვეგიის ბანკის საინვესტიციო საბჭო, აბუ დაბის საინვესიტიციო ორგანო (ADIA) და სინგაპურის GIC ინდურის კომპანიის, Billionbrains Garage Ventures-ის აქციების შეძენით არიან დაინტერესებულები. საუბარია ჰოლდინგზე, რომელიც ფლობს ცნობილ ინდურ საბროკერო პლატფორმა Groww-ს და რომელიც დღეს საფონდ ბირჟაზე გამოვიდა.
Billionbrains Garage Ventures-ის მიერ საფონდო ბირჟაზე აქციების გამოტანა მიზნად $795 მილიონის ოდენობით კაპიტალის მოზიდვას ისახავს. ერთ აქციას ჰოლდინგში ₹100 ინდურ რუპიად აფასებენ, რაც $1.13 დოლარს უდრის.
აღნიშნული კომპანია მოწინავე ადგილს იკავებს ციფრული საბროკერო პლატფორმების ინდუსტრიაში. მისი მთავარი კონკურენტები არიან Zerodha და Angel One. ამჟამად, მას Billionbrains Garage Ventures-ის შვილობილ Groww-ს 14 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.




























