დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების გარშემო მიმდინარე დავის ფონზე, ინდოეთმა ჩამოსასხმელი შოტლანდიური ვისკის იმპორტზე 162.5%-იანი გადასახადი დააწესა, რაც ხელშეკრულების გაფორმებამდე მოქმედ 150%-იან ტარიფსაც კი აღემატება.
როგორც ირკვევა, ინდოელი გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ კომპანიები ჩამოსასხმელი ვისკის კონცენტრატების იმპორტისას საბაჟო კლასიფიკაციას არასწორად იყენებენ. ინდუსტრიის წარმომადგენლების ცნობით, მაისიდან ასეთი პროდუქცია "რთული ალკოჰოლური პრეპარატების" ახალ საბაჟო კატეგორიაში ხვდება, რომელიც 150%-იანი ტარიფით იბეგრება. ამ მაჩვენებელს სამომხმარებლო გადასახადიც ემატება, რის შედეგადაც ჯამური მოსაკრებელი 162.5%-ს აღწევს.
ბრიტანული მხარე კი კლასიფიკაციის არევას ცდილობს, რათა 12.5%-იანი შეღავათით ისარგებლოს.
ამჟამინდელი მონაცემებით, სავაჭრო დავის გაჭიანურების გამო, ინდოეთის პორტებში გაჩერდა Pernod Ricard-ის, Diageo-სა და Bacardi-ს 80-ზე მეტი კონტეინერი, რომლებშიც ათასობით ლიტრი ჩამოსასხმელი ვისკია მოთავსებული.
როგორც ირკვევა, გამოძიების დასრულებამდე ტვირთის დროებით გასატანად, იმპორტიორებს პროდუქციის ღირებულების 75%-ის წინასწარ გადახდა მოუწევთ, დარჩენილი თანხა კი საბანკო გარანტიებით იქნება დასაფარი.
























