დიდმა ბრიტანეთმა, დღეს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო. სანქციების ამ პაკეტში მოხვდა რუსეთის ნავთობის სექტორი, ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და რუსული თავდაცვის სექტორისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პროდუქტები. ჯამში სანქცირებულია 38 კომპანია.
გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხოთ, რომლებიც:
-
რუსულ ნავთობს მოიპოვებენ ან გადაზიდავენ და ამით რუსეთის ომის მანქანას აფინანსებენ;
-
ხელს უწყობენ იმ პროდუქციის წარმოებასა თუ ვაჭრობას, რაც რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების პოტენციალს აძლიერებს;
-
ფინანსური სექტორისთვის გვერდის ავლით რუსეთის ბიუჯეტს ავსებენ;
ნავთობკომპანიები
-
ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ ორი რუსული ნავთობკომპანია შეიყვანა: Zarubezhneft-ი და INK Capital-ი. დიდი ბრიტანეთი G7-ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სანქციები რუსეთის უმსხვილეს ოთხ ნავთობკომპანიას დააკისრა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრიტანული სანქციები რუსეთის ნავთობმოპოვების მთლიანი სიმძლავრის უკვე 90%-ზე მეტს ფარავს.
ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები
-
სანქციები დაუწესდა კიდევ 12 ტანკერს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ ოპერირებენ. ამით სანქცირებული გემების საერთო რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა.
ბანკები და კრიპტოდაფინანსება
-
სანქციების ქვეშ მოჰყვა კრიპტოვალუტის სამი ბირჟა და ორი საგადახდო პლატფორმა (მათ შორის სამი ყირგიზეთთან დაკავშირებული სუბიექტი და ერთი ფიზიკური პირი).
-
რუსეთის სამხედრო წარმოების საქონლის მომწოდებლები
- ეს პაკეტი მოიცავს 17 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ჩართულნი არიან იმ საქონლის მიწოდებაში, რასაც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთის სამხედრო წარმოების გაგრძელებისთვის კრიტიკულად მიიჩნევენ.
























