Apple კომპანიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ცნობილ მენეჯერს კარგავს. მთავარი დიზაინერი ჯონი აივი ტექნოლოგიურ გიგანტს ტოვებს. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ მან საკუთარი კომპანიის შექმნა გადაწყვიტა. კერძოდ, ის დიზაინერული სტუდიის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელსაც LoveFrom ერქმევა, Apple-ი კი მისი ერთ-ერთი მთავარი კლიენტი იქნება. რომ გადავხედოთ აივის ისტორიას, რეალურად მისი როლი Apples -ის ისტორიაში განუზომელია.


































