მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 აგვისტო - 15 სექტემბერი BACK TO SCHOOL სითი მოლში

ქავერი
26.08.24 13:08
1952

მოემზადეთ სასწავლო წლისთვის სითი მოლთან ერთად!

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ამაღელვებელი განწყობითა და ემოციებითაა სავსე.

სწორედ ამიტომ, სითი მოლის განსაკუთრებული ატმოსფერო და თქვენთვის შექმნილი ექსკლუზიური ფასდაკლებები აქცევს სასკოლო სამზადისს სასიამოვნო თავგადასავლად.

30 აგვისტოდან - 15 სექტემბრის ჩათვლით, ეწვიეთ სითი მოლი საბურთალოს G სართულს და მოემზადეთ სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად. ბავშვებსა და მშობლებს დახვდებათ გამორჩეული სივრცე, სადაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ბავშვთა ბრენდების ახალ კოლექციებს, ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით სასკოლო ასორტიმენტზე და შეიძინონ სასურველი ნივთები.

ასევე, მომხმარებლებს დახვდებათ უამრავი ექსკლუზიური ფასდაკლება, ქეშბექი და სიურპრიზი დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად!

სითი მოლი ბავშვებსა და მშობლებს ჰპირდება კომფორტულ გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სასურველი მომსახურება და შოპინგის საუკეთესო გამოცდილება ერთ სივრცეში.

ეწვიეთ სითი მოლს 30 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მოემზადეთ სასწავლო წლისთვის, ისიამოვნეთ შოპინგით და აივსეთ დადებითი ემოციებით!

Back To School გამოფენა დაგხვდებათ 30 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, სითი მოლი საბურთალოს G სართულზე.

მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70; სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ღონისძიების დეტალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები