მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"30 დღე, 30 აქტივობა" - "პატარა მკვლევრებმა" ახალი პროდუქტი შექმნა

30 აქტივობა

ბავშვის განმავითარებელი სათამაშოების ქართულმა კომპანია "პატარა მკვლევრებმა" მარტის თვიდან გასართობი და საგანმანათლებლო ნაკრები ჩაუშვა გაყიდვაში, რომელიც მშობლებისა და შვილებისთვის 30 დღეზე გაწერილ აქტივობებსა და საჭირო მასალებს აერთიანებს. ახალ პროდუქტზე "ქალების ნარატივში" კომპანიის დამფუძნებელმა, ელენე გაბუნიამ ისაუბრა.

"30 დღე, 30 აქტივობა - ამ პროექტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ყველაფერი იყო დეტალურად გათვლილი და ნაფიქრი, აქტივობების ნაკრებსაც ეტყობა, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი ენერგიაა ჩადებული. პროექტი სატესტოდ 2024 წლის გაზაფხულზე ჩაეშვა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა.

წელს, უკვე მარტის თვიდან გავაუმჯობესეთ და გაყიდვაში ჩავუშვით აქტივობების სრულყოფილი ნაკრები. ჩვენი მთავარი ამოსავალი იყო, რომ მშობელმა შვილთან ხარისხიანად გაატაროს თავისუფალი დრო ისე, რომ მშობელს არ ჰქონდეს საფიქრალი, რა აქტივობა დაგეგმოს ბავშვისთვის. მით უმეტეს, რომ განმავითარებელ აქტივობებს სხვა ტიპის დაგეგმვა, ინფორმაციისა და მასალების მოძიება სჭირდება. ნაკრები მშობლისთვის ძალიან კომფორტულია, 30 დღის განმავლობაში გაწერილია ყველა გასართობი და მოჰყვება ყველა საჭირო ატრიბუტი, მშობელი უბრალოდ ხარისხიანად ატარებს დროს შვილთან", - განმარტავს ელენე გაბუნია.

როგორც "პატარა მკვლევრები"-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, ახალ პროდუქტზე მოთხოვნა უკვე დიდია, მშობლებისგან უკუკავშირი კი დადებითი. რაც შეეხება ღირებულებას, აქტივობების ნაკრები 79 ლარი ღირს და მისი შეძენა კომპანიის ონლაინ არხებიდანაა შესაძლებელი.

"პატარა მკვლევრები" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა და პირველი კომპანია იყო, რომელმაც მომხმარებელს ბავშვის განმავითარებელი ქართული პროდუქცია შესთავაზა, რეალისტური ელემენტებით.

როგორ ელენე გაბუნია აღნიშნავს, კომპანიის ასორტიმენტი აერთიანებს სამაგიდო თამაშებს, მეტყველების ბარათებს და სხვა ტიპის განმავითარებელ სათამაშოებს, რომლებიც ბავშვებში 0 თვიდან გამოიყენება, რაც შეეხება ასაკის ზედა ზღვარს - ის არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები