მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

30-დღიანი ვადა ამოიწურა, აშშ-ის სანქციები რუსულ ნავთობზე კვლავ მოქმედებს - Politico

როსნეფტი

Politico წერს, რომ რუსულ ნავთობზე აშშ-ის სანქციები კვლავ მოქმედებს, რადგან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას არ გაახანგრძლივა ერთი თვის წინ შემოღებული ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი.

კერძოდ, სახელმწიფო ხაზინამ რუსულ ნავთობზე სანქციები 30 დღით მარტში შეაჩერა, მას შემდეგ რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რასაც ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით უპასუხა, რამაც მსოფლიოში ნავთობი და გაზი გააძვირა. 2022 წლის აპრილის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. არადა როგორც Politico წერს, გასული წლის ბოლოს რუსულ ენერგოგიგანტებზე Rosneft-სა და Lukoil-ზე დაწესებულმა სანქციებმა რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეუმცირა, თუმცა ირანში ომის გამო რეკორდულად გაიზარდა ურალსის ფასი. ამან რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები გაუორმაგა.

13 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობსა და მის პროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვები ერთი თვის ვადით შეაჩერა. ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ენერგორესურსებისთვის სანქციების დროებითი გაუქმება დაუკავშირა მსოფლიო ენერგობაზარზე წონასწორობის აღდგენის აუცილებლობას, რაც ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დაირღვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები