ევროსთან მიმართებით კი, ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ახალი ოფიციალური ღირებულება
4.0233 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი ლარის გაუფასურებამ 3.08 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ახალი ღირებულება 4.4529 ლარს შეადგენს.
დღეს 2020 წლის რიგით 26-ე სავალუტო ინტერვენცია განხორციელდა. ეროვნულმა ბანკმა წელს ჯამურად $873.2 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ტაო ჟანგის განცხადებით, მაღალი ალბათობით ინტერვენციების განხორციელების საჭიროება 2021 წელსაც იქნება.




























