მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ნოემბრიდან "ევექსში" 4-კომპონენტიანი ვაქცინის შემოსვლის მეორე ეტაპი იწყება

5fbb7d8522dff
ინგა მურუსიძე
23.11.20 13:25
712
"ევექსი კლინიკებში" ფრანგული წარმოების სანოფის ბრენდის „ვაქსიგრიპის“ 4-კომპონენტიანი ვაქცინის შემოსვლის მეორე ეტაპი 30 ნოემრიდან იწყება.

"ევექსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გლობალური პანდემიის გამო, წელს მსოფლიოში მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა გრიპის ვაქცინაზე და მისი მიწოდება ხდება შეზღუდული რაოდენობით.

"ვაქცინაციისთვის აუცილებელია მიმართოთ თქვენთვის სასურველ ევექსის კლინიკას. "ევექსი კლინიკებში" სანოფის ბრენდის „ვაქსიგრიპის“ 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით პირველი ეტაპზე 10 ნოემბრიდან, ხოლო ინფლუვაკის 3-კომპონენტიანი ვაქცინა სექტემბრის მეორე ნახევარში იყო ხელმისაწვდომი.

ნოემბრის დასაწყისიდან კი დაიწყო სახელმწიფოს მიერ უფასო ვაქცინაცია და უტარდება იმ მოსახლეობას, ვინც რისკ-ჯგუფში იმყოფება", - ნათქვამია "ევექსის" ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები