30 სექტემბერს, ბერლინში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
30 September: Meeting of 🇬🇪 President @Zourabichvili_S and 🇩🇪 President Steinmeier in Berlin.https://t.co/nT9GXzPsjA@BPrSprecherin
— Peter Fischer (@Diplo_Peter) September 27, 2024
დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზეც.
ამასთან, 10 ოქტომბერს, გერმანიის პარლამენტში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. საქართველოს ევროპული მომავალი ერთ-ერთი საკითხია ბუნდესტაგის სხდომის დღის წესრიგში.