მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 წლის შემდეგ, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ინოვატორობას ისევ ახერხებს

კოკა-კოლა

თბილისში “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ახალი სადისტრიბუციო ავტომობილები გამოჩნდებიან. “ჯი-თი მოტორსთან” თანამშრომლობით თბილისის ცენტრალურ უბნებს უკვე "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მინი კუპერები მოემსახურებიან. კომპანიამ დღეს გაყიდვების გუნდის თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გასაღები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ “ჯი-თი მოტორსი” 2022 წლის 1 სექტემბრიდან ოფიციალურად წარმოადგენს MINI-ს საქართველოში.

MINI საქართველოს პირველი მსხვილმასშტაბიანი თანამშრომლობა კი კოკა-კოლასთან შედგა. 

“MINI-ს ბრენდის მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანებისთვის დადებითი მუხტისა და ხალისის გაზიარება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის საერთო ღირებულებებია რაზეც ორი ბრენდი დგას.

ასევე MINI-ს უპირატესობები დაეხმარება "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" გაყიდვების გუნდს , ყველაზე მარტივ, ეფექტურ და სასიამოვნო გადაადგილებაში”, - აცხადებენ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში”.

პირველ ეტაპზე “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” დისტრიბუციას 17 ახალი ავტომობილი იწყებს და საწყისად “კოკა-კოლას” მანქანები თბილისის ცენტრალურ უბნებს დაფარავს.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" მუდმივად ცდილობს, დანერგოს თანამედროვე მიდგომები და მოტივაციების სისტემა, რომელიც თანხვედრაშია ბრენდის დასავლურ ღირებულებებთან. "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" საქართველოში ქმნის მაღალი სტანდარტის ევროპულ ბიზნესმოდელს, რაც მოტივაციას უზრდის კომპანიის თანამშრომლებს და ასევე, აუმჯობესებს ბიზნესგარემოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები