მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300-ლარიან კომპენსაციას 51,217 თვითდასაქმებული მიიღებს - რეგისტრაცია 1 ივლისამდეა

5ed4dd275a6ee
თელარა გელანტია
01.06.20 14:50
2278
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვისთვის იდენტიფიცირებულია 51 217 თვითდასაქმებული, ვინც 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

როგორც bm.ge-ის სააგენტოში განუცხადეს, სულ გადაირიცხება 15 365 100 ლარი. „თანხა ეტაპობრივად აისახება მათ ანგარიშებზე. პირველი ნაწილი უკვე აისახა”, - ამბობენ სააგენტოში.

რაც შეეხება 200-ლარიან დახმარებას, სამინისტროს ინფორმაციითვე, სულ იდენტიფიცირებულია 72 175 დასაქმებული, ვისაც ეკუთვნის კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით. გადაირიცხება სულ - 14 435 000 ლარი.

ცნობისთვის: კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

„განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.

კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში”, - განმარტავენ სააგენტოში.

ამასთან, როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატრინე ტიკარაძემ განაცხადა, ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დახმარების მიღებას ითხოვს და კომისიის მუშაობიდან გამომდინარე, მთავრობა ცდილობს, დახმარება იყოს დროული, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები