მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$300-მილიონიანი შეთანხმება და ტიმოთი შალამე ბრენდ-ამბასადორად - Lucid-მა გეგმებზე განაცხადა

კვარტალური
BM. GE
10.08.25 22:00
357

ელექტრომობილების ამერიკულმა კომპანიამ, Lucid-მა მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადეს, გასულ 3 თვეში Lucid-ის 3 309 მანქანა გაიყიდა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 38% შეადგინა. ცნობილია ბოლო ორი კვარტალის ჯამური შედეგებიც, რომლის თანახმადაც წლის პირველ ნახევარში Lucid-მა 6 418 მანქანა გაყიდა, ანუ წინა წელთან შედარებით კომპანიამ 50%-ით მეტი ავტომობილის რეალიზება მოახერხა.

მეორე კვარტალში შემოსავალმა $259.4 მილიონი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია ეკონომისტების მიერ ნავარაუდებ შედეგზე. შესაბამისად, ინვესტორებმა თითო აქციაზე დივიდენდის სახით მხოლოდ $0.28 ცენტი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ლიკვიდურობა $4.86 მილიარდიან ნიშნულზე შენარჩუნდა.

მეორე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიამ ავტოწარმოების გეგმები მცირედით შეცვალა. წლის ბოლომდე კომპანია მხოლოდ 18,000-დან 20,000-მდე ელექტრომობილს გამოუშვებს. ინვესტორებთან შეხვედრისას კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ Uber-თან და Nuro-სთან პარტნიორობის ფარგლებში, Lucid-ი $300 მილიონის რობოტაქსებს შექმნის. საუბარია 20,000 ერთეულ Gravity-ს ელექტრომობილზე. შეხვედრის მიწურულს გაჟღერდა ინფორმაციაც, რომ Lucid-ის გლობალური ელჩი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტიმოთი შალამე გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები