მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300 ტონამდე თაფლი, 160 ტონამდე ლოკოკინა - რამდენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი გაყიდა საქართველომ EU-ში?

ფესტივალი

საკანონმდებლო დაახლოების შედეგად, აღიარების მოპოვების შემდგომ, ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ლოკოკინები, დამუშავებული ტყავი, მატყლი და ცხოველის საკვები.

DCFTA-ზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაშია აღნიშნული, მიმდინარეობს მუშაობა დედა ფუტკრის და აკვაკულტურის ექსპორტისთვის ევროკავშირის ბაზრის გასახსნელად.

რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებლებს:

  • თაფლი - 2022 წლიდან ექსპორტირებულია 300 ტონამდე;
  • შინაური ცხოველის საკვები - 2021 წლიდან ექსპორტირებულია 60 ტონაზე მეტი;
  • თევზის ზეთი და ფქვილი - 2022 წლიდან ექსპორტირებულია 700 ტონამდე;
  • ლოკოკინა - 2023 წლიდან ექსპორტირებულია 160 ტონამდე.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქართული თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება.

"სულ ახლახან, განხორციელდა ევროკომისიის აუდიტი (2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერი) ევროკავშირში ექსპორტისთვის განკუთვნილ თხილში აფლატოქსინით დაბინძურების ოფიციალური კონტროლის სისტემის შესაფასებლად. რის შედეგად დადებითად შეფასდა ოფიციალური კონტროლის სისტემა და კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოთავაზებული ქმედებები. ამის შედეგად ევროკავშირის მიერ საზღვარზე თხილში აფლატოქსინის კონტროლის პროცენტული მაჩვენებელი 30-დან 20 პროცენტამდე შემცირდა",- აღნიშნულია პრეზენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები