დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 31 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი არ იმოქმედებს.
"რათა აფხაზეთის მოსახლეობამ ღირსეულად აღნიშნოს ახალი წელი", - განაცხადეს "ჩერნომორენერგოში".
მათივე ცნობით, 2 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდება.
აფხაზეთში უკვე ორი თვეა, ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს.