მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო ფონდის ზომა ₾6 მილიარდს აჭარბებს - რა ამონაგები დაერიცხა აქტივებს

საპენსიო სააგენტო

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ამ თანხიდან 4.56 მილიარდი ლარი საპენსიო სისტემის 1.3 მილიონი მონაწილის შენატანებს წარმოადგენს, 1.44 მილიარდი ლარი კი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული საპროცენტო სარგებელია.

მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 99%-ზე მეტი განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, რომლის წლიური რეალური ამონაგები 12.8%-ს შეადგენდა. სისტემის მონაწილეებს საკუთარი განაცხადის შესაბამისად, შეუძლიათ პორტფელის შეცვლა და დაბალანსებულ ან დინამიკურ საინვესტიციო პორტფელზე გადასვლა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დინამიკური საინვესტიციო პორტფელის ამონაგებია 15.3%, ხოლო კონსერვატიული პორტფელის ამონაგებია 14.3%.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. არსებული მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 50.8%, დაბალანსებულში 29.9%, ხოლო კონსერვატიულში 16.2% იყო. მთლიანობაში საპენსიო სააგენტოს გლობალურ საფონდო ბირჟაზე 1 მილიარდი ლარი აქვს დაბანდებული.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, მათი აქციების პორტფელიდან ყველაზე დიდი წილი განთავსებულია Apple-ის აქციებში, თანხობრივად უმსხვილესი კომპანიების მოცულობები ასე ნაწილდება: Apple 36 მილიონი ლარი, Nvidia 32 მილიონი ლარი, Microsoft 30 მილიონი ლარი, Amazon-ი 19 მილიონი ლარი, Meta 12 მილიონი ლარი, Tesla 11 მილიონი ლარი, Alphabet-ი 10 მილიონი ლარი, Broadcom-ი 10 მილიონი ლარი, Berkshire 8 მილიონი ლარი და TSMC 7 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები