ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი ლარი გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 2.82 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ახალი ღირებულება 4.4811ლარს შეადგენს.
გუშინ ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის რიგით 26-ე სავალუტო ინტერვენცია განხორციელა და $30 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამურად $873.2 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ტაო ჟანგის განცხადებით, მაღალი ალბათობით ინტერვენციების განხორციელების საჭიროება 2021 წელსაც იქნება.




























