მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

31 უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის" წინააღმდეგ გაიფიცნენ - პროტესტი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება

უნივერსიტეტები

მეორედ ინიციირებული "რუსული კანონის" უკან გაწვევის მოთხოვნით, საქართველოს 31 უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან გაიფიცნენ და აუდიტორიებში არ გამოცხადდნენ. პირველად გაფიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტებმა გამოაცხადეს. დღის განმავლობაში სტუდენტებმა მოაწყვეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, სადაც მათი ნაწილი გაჩერდა და პროტესტს გამოხატავს. მათ უერთდება პროფესორ მასწავლებელთა ნაწილიც. ამ დროისთვის აქციის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია.

სტუდენტების პროტესტი დღის განმავლობაში იმართებოდა, ბათუმსა და ქუთაიში.

პარალელურად 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ დღეს სტუდენტური მარშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ და მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

უნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები გაფიცულები არიან :

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  4. ალტე უნივერსიტეტი
  5. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. თავისუფალი უნივერსიტეტი
  8. აგრარული უნივერსიტეტი
  9. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
  10. საქართველოს უნივერსიტეტი
  11. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  12. კავკასიის უნივერსიტეტი
  13. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  14. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
  15. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  16. ალტერბრიჯი
  17. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  18. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  19. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
  20. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  21. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
  22. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  23. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  24. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  25. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
  26. ევროპის უნივერსიტეტი
  27. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  28. სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  29. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  30. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
  31. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტების ნაწილის გაფიცვას ამავე უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა, რის შესახებ ისინი განცხადებებს აკეთებდნენ. თუმცა რამდენიმე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სწავლების პროცესის შეწყვეტაზე უარს ამბობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ნებისმიერ განსაცდელსა თუ კარიერული განვითარების ეტაპზე უნივერსიტეტი მათ გვერდით დგას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უარს ამბობს აკადემიური თუ სამეცნიერო პროცესის შეწყვეტაზე. რაც შეეხება ლექციებზე დასწრებას, დასწრება თუ არ დასწრება სტუდენტების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობაა.

BMG-სთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები აცხადებენ, რომ სტუდენტები დღეს არც თსუ-ში გამოცხადდნენ. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე და ამბობს, რომ დღეს ლექციები სტუდენტებისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება თსუ-ს ლექტორტა განცხადებებიც, რომ სტუდენტებს გაცდენებისთვის "არა" დაეწერებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები