მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

32 წელი ფარმაცევტულ ბაზარზე - "ავერსის" მომხმარებელზე ზრუნვა და საიუბილეო აქციები

ბიზნესის ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთი პატარა აფთიაქი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად გარდაიქმნება. ზუსტად 32 წლის წინ, 22 დასახელების მედიკამენტით დაწყებული საქმიანობა დღეს ჰოლდინგს აერთიანებს, რომელიც მოიცავს 390-ზე მეტ აფთიაქს, ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი-რაციონალს", უმსხვილეს კლინიკათა ქსელს, ჰოსპიტალებსა და სადაზღვევო კომპანიას. დღეს კომპანიაში 12 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და იგი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. სახელწოდება "ავერსი" ლათინურად სპირალურ აღმასვლას ნიშნავს, რაც კომპანიის განვითარების დინამიკას ზუსტად ასახავს. 32-ე იუბილეს კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული კამპანიით ხვდება, რომელიც ფინანსური შეღავათების პარალელურად საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც აერთიანებს.

სტუმარი: ლალი ბრეგვაძე - "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები