მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3200 გაუქმებული რეისი, ვერმიღებული ტურისტები და შემოსავლები - რა პროგნოზებია ავიაციის ბაზარზე?

5ea187e766263
ინგა მურუსიძე
23.04.20 16:44
1466
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარის ლევან კარანაძის თქმით, ავიაციის მომავალზე არაერთი პროგნოზი კეთდება, მათ შორის საუბარია რამდენიმეწლიან პერიოდზე იმისთვის, რომ „დავუბრუნდეთ 2018 წლის მაჩვენებლებს“.

„ახლა დაიწყეს ევროპელებმა საუბარი უკვე, რომ დავიწყოთ მუშაობა კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიაზე. საქართველოს სიტუაციას რაც შეეხება, თებერვლის მდგომარეობით 33 ავიაკომპანია დაფრინავდა, 69 რეგულარული მიმართულებით. 3200 რეისი აპრილის ბოლომდე ვერ შესრულდა, ანუ გაუქმდა. ეს არის ვერმიღებული ტურისტი, ვერმიღებული შემოსავალი და ა.შ. ამ პერიოდისთვის განხორციელდა 45 ფრენა. ეს იყო მათ შორის უცხოური კომპანიები. ახლა ძალიან იაფად უნდა გავყიდოთ ბილეთები იმისათვის, რომ მოვიზიდოთ მგზავრთნაკადი. ურთიერთგამომრიცხავი პროგნოზები კეთდება, ყოველ შემთხვევაში რაც აქამდე იყო, ეს ისე ვერ გაგრძელდება საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც“, - განაცხადა კარანაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კორდინაცია იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ ბაზარზე, ანუ, მხოლოდ საქართველოს მიერ გახსნილი საავიაციო ბაზარი არ მოიტანს შედეგს, ვინაიდან თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა არ გახსნეს ბაზრები, მიმოსვლა ვერ იქნება.

„ლიდერის პოზიციაზე ვართ იმაში, რომ გაიზარდა მოთხოვნა თბილისის აეროპორტში ტექდაშვებებზე, რაც ითვალისწინებს ეკიპაჟის დაშვების მოთხოვნას დასვენების მიზნით. ეს საკითხი იქნა განხილული ყველგან, მათ შორის საბჭოზე და მოხერხდა ის, რომ შევქმენით ახალი პროტოკოლი, რომელიც შეიძლება მომავალშიც გამოგვადგეს, რომ სატვირთო კომპანიები დავაინტერესოთ, რათა მომავალშიც დამკვიდრდნენ ჩვენთან“, - განაცხადა კარანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები