ლორა იანგმა 2018 წელს სულ რაღაც 35 დოლარად მარმარილოს ბიუსტი შეიძინა, რომელიც მაღაზიაში მაგიდის ქვეშ ისე იდო, თითქოს არანაირი ღირებულება არ გააჩნდა. აღნიშნული ბიუსტით დაინტერესებულმა იანგმა ექსპერტებს მიმართა, რათა დაედგინა, როდის იყო ნამუშევარი შექმნილი ან საიდან იწყებოდა მისი ისტორია… ახლა კი Sotheby’s-მა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ქანდაკება განსაკუთრებულ ექსპონატს წარმოადგენს. ხელოვნების ექსპერტის თქმით, იგი ხულიო-კლაუდიანის ეპოქის რომაული ბიუსტია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით თარიღდება.