„ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის ნენსკრას ხეობაში მცხოვრებ 46 ოჯახს, გამოსყიდული მიწის კომპენსაციის სახით 3.5 მილიონი ლარი გადაუხადა, - ამის შესახებ აიპიენს „ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერი კობა გაგნიძემ განუცხადა. გაგნიძის თქმით, კომპანიამ მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია ნენსკრას ხეობაში მცხოვრებ იმ ოჯახებსაც გადაუხადა, რომელთაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ. ამასთან, მიწების გამოსყიდვა ნაკრას ხეობაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. „ადგილობრივი მოსახლეობისგან 47 ერთეული ჯამში 38,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთია გამოსყიდული, რომლის სანაცვლოდაც 46-მა ოჯახმა სს "ნენსკრა ჰიდროსგან" 3.5 მილიონი ლარის კომპენსაცია მიიღო-აცხადებს გაგნიძე.


































