მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

37 ავტომობილით საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 6 პირს ბრალი წარედგინა – საგამოძიებო

საგამოძიებო სამსახური

ბიუჯეტს 37 ავტომობილის რეექსპორტის რეჟიმში განთავსებით საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდების შედეგად 76 000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა. საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყენებდნენ და მათ სახელზე ავტომობილებზე საკუთრების უფლების გადაცემის ყალბ დოკუმენტებს აფორმებდნენ.

ამ დოკუმენტების საფუძველზე ჯგუფის წევრებმა 37 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში განათავსეს. თუმცა ავტომობილებს კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, შესაბამისი საბაჟო გადასახადები კი არ გადაუხდიათ.

უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს 76 000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები