მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

37%-მდე გაიზარდა მოსახლეობის წილი, ვინც ონლაინ შოპინგით და მიტანის სერვისით სარგებლობს

ამანათი გზავნილი Temu

საქართველოში ელექტრონული კომერციის მაჩვენებლები მაღალი ტემპით იზრდება - საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მდგომარეობით 6 პროცენტული პუნქტით, მოსახლეობის 37%-მდე გაიზარდა მათი წილი, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძინა საქონელი ელექტრონული გზით ან ისარგებლა მიტანის სერვისით.

ქალაქებში ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 43.4%-ს აღწევს (ზრდა 6.1 პროცენტული პუნქტი), სოფლად კი 26.1%-ს (ზრდა 6.2 პროცენტული პუნქტი).

ამასთან, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებული ტემპით გაიზარდა ქალებში და 41%-ს მიაღწია (ზრდა 8.6 პროცენტული პუნქტი), მამაკაცებში კი მატება 3.4 პროცენტული პუნქტია და 33.3%-ს შეადგენს.

განსაკუთრებით აქტიურად ელექტრონულ კომერციით 15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს, სადაც ეს მაჩვენებელი 61%-ს აღწევს, 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 38.3%-ია, ხოლო 60+ მოსახლეობაში 15.3%.

ელექტრონული კომერციის ფართოდ ათვისება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია როგორც მიტანის სერვისების მოცვის გაუმჯობესებასთან, ასევე საქართველოს ბაზარზე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სავაჭრო სისტემების - Temu-ს და Shien-ის მნიშვნელოვან გააქტიურებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები