საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 3,720 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 42%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთთვიან პერიოდში ზრდა 11%-ს შეადგენს.
ასევე გაზრდილია ვერცხლის ღირებულება, რომელსაც წლის დასაწყისიდან დღემდე 51%-იანი მატება აქვს და მისი ფასი ამჟამად 15-წლიან მაქსიმუმს აღწევს.
ბოლო დროის განმავლობაში ოქროს გაძვირება დოლარის გაუფასურებით, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნის შემცირებით და გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული.
ამასთან, FED-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ დოლარზე ზეწოლა და ოქროზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მისი რეკორდულად გაძვირება გამოიწვია.




























