მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4-5 ივლისს ექსპოჯორჯია ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს

ენერგეტიკა ექსპო
14.06.24 16:58
1274

4-5 ივლისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრში, ექსპოჯორჯიას, Greda-ს და Invest In Network-ის ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum - GEEF 2024) გაიმართება.

საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება კომპანიებისთვის პროდუქტების და მომსახურებების წარსადგენად და საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting და სხვა.

საერთაშორისო ფორუმი, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების, დარგის 5 ასოციაციის ხელმძღვანელების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და კომპანიების წარმომადგენლების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, 4 ივლისს გაიხსნება.

ორი დღის განმავლობაში ფორუმის სპიკერები შეეხებიან შემდეგ თემებს:

-360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე

  • ენერგიის სისტემის ელექტრონული მართვა. რა არის RES მხარდაჭერის მექანიზმები და ინიციატივები ქვეყანაში? ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა. საქართველო, როგორც ელექტროენერგიის კორიდორი. შავი ზღვის კაბელის პროექტი და ინტერკონექცია.

-განახლებადი ენერგიის დაფინანსება

  • საქართველოსთვის განახლებადი ენერგიების მასშტაბირებაში კაპიტალზე წვდომა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა? რა არის ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკები? საქართველოს პირველი მწვანე ობლიგაციები. ბაზრის განთავისუფლება წარმოშობის გარანტიების მეშვეობით

-მზის ფო­ტო­ვოლ­ტა­ი­კუ­რი სის­ტე­მე­ბი­სა და შე­ნახ­ვის სა­წყი­სი ნაბი­ჯე­ბი

  • როგორ შეიძლება საქართველო გახდეს მზის ფო­ტო­ვოლ­ტა­ი­კუ­რი სის­ტე­მე­ბი­სა და ენერგიის შე­ნახ­ვის რეგიონალური ლიდერი? როგორ უზრუნველვყოთ ბანკის მხრიდან დაფინანსების მოსაპოვებლად სანდო აღჭურვილობის შერჩევა , რა არის გლობალური ტენდენციები მზის PV სისტემების და შენახვის ტექნოლოგიებში?

-ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება

  • კაპიტალის ბაზრის დაფინანსება RE/WE პროექტებისთვის. რა არის მთავარი გამოწვევები, რომელიც საქართველოს ქარის ენერგიის სექტორს ელის და რა იქნება CfD სქემის გავლენა?

-ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმალიზაცია

  • ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში. როგორ შეიძლება დაინტერესებულმა მხარეებმა დააბალანსონ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ეკონომიკური სარგებელი და მოწინააღმდეგეების მიერ დაყენებული შეშფოთება? მცირე ჰიდროელექტროსადგურების წახალისება დიდი ჰიდროელექტროსადგურების განახლების საპირწონედ.

ბიზნეს ვიზიტორებმა და ფორუმზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ლინკზე:

გამოფენაში მონაწილეობის ან სხვა ინფორმაციის მიღებისათვის დაგვიკავშირდით:

mtsaishvili@expogeorgia.ge ttavadze@expogeorgia.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები