მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4-6 თვეში ბათუმში ტექნო პარკი გაიხსნება - "მეტრო ჰოლდინგი"

61e16c2122ec9
სალომე ჭიპაშვილი
14.01.22 22:45
1266
„მეტრო ჰოლდინგი“ ბათუმში მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. როგორც „საქმიან დილაში“ „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორმა, რაულ კახაძემ განაცხადა, ეს იქნება 300 000 კვ/მ ფართზე განთავსებული „ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა“, რომელიც გოგოლის ქუჩაზე შენდება.

„ჩვენი მიზანია დასავლეთ საქართველოში ტექნო ჰაბის ცენტრი შევქმნათ. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არამარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი შავი ზღვისპირეთისთვის. აქ განთავსდება ინოვაციური სისტემებით აღჭურვილი დატა-ცენტრები, ე.წ სმარტ-ოფისები, ლოგისტიკის ცენტრი და სხვა ინფრასტრუქტურა. ტექნო პარკში წარმოდგენილი იქნება შორეული აღმოსავლეთის, დუბაის, თურქეთისა და ევროპის წარმატებული საერთაშორისო IT-კომპანიები“, - აღნიშნავს რაულ კახაძე.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 250 მილიონი დოლარია, რომლის 70% კომპანიის ინვესტიცია იქნება, 30% საინვესტიციო ფონდებიდან იქნება მოზიდული.

„პროექტის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მალე დასრულდება შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობაც და, როგორც მოსალოდნელია, ოპერირებას დაახლოებით 4-6 თვეში დავიწყებთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

კახიძის თქმითვე, “მეტრო ჰოლდინგის” მიზანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ბიზნეს საჭიროებების უზრუნველყოფა და მათი საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაინტერესება.

ცნობისთვის, „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ეროვნებით თურქი, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ძირითადი საქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები