მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 ავიაკომპანია საქართველო-ისრაელს შორის რეისების სიხშირეს ზრდის

60795361d00ff
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 13:29
959
საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებები და სიხშირეები გაიზარდა - ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიები Georgian Airways, El Al Israel Airlines, Israir Airlines და Arkia საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების სიხშირეს ზრდიან და ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც განხორციელდება.

„ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი - თელ ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისების შესრულება განაახლა. ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება;

მიმდინარე წლის 19 აპრილიდან, ავიაკომპანია El Al Israel Airlines თბილისი - თელ ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის მიმართულებით რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს;

ავიაკომპანია Arkia თელ ავივი - თბილისი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე - კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.

ავიაკომპანია Israir Airlines მიმდინარე წლის მაისიდან ფრენის სიხშირეს ზრდის და შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებით ივნისიდან ავიარეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. ასევე ავიაკომპანია პერიოდულად გეგმავს დამატებითი რეგულარული ფრენების განხორციელებას როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებით“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები პერიოდულად იცვლება, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს",- ნათქვამია განცახდებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები