საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-აპრილში 1.17 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 4 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მოგება წლიურ ჭრილში 166.6 მილიონი ლარით, ანუ 16.7%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.
ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 603 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 444 მილიონი ლარით (+15% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 38 მილიონი ლარით (+25%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 28%-ით, 29 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 15.4 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-აპრილში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.
| # | კომერციული ბანკი | მოგება 2026 წლის იანვარ-აპრილში, მლნ ლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით |
| 1 | საქართველოს ბანკი | 603 მილიონი ლარი; | +16% |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 444 მილიონი ლარი; | +15% |
| 3 | ბაზის ბანკი | 38 მილიონი ლარი; | +25% |
| 4 | ლიბერთი ბანკი | 29 მილიონი ლარი; | -28% |
| 5 | კრედო ბანკი | 24 მილიონი ლარი; | +1% |
| 6 | პროკრედიტ ბანკი | 12 მილიონი ლარი; | +26% |
| 7 | ტერა ბანკი | 10 მილიონი ლარი; | +22% |
| 8 | ქართუ ბანკი | 9.1 მილიონი ლარი; | -38% |
| 9 | ხალიკ ბანკი | 7.9 მილიონი ლარი; | +57% |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 5.9 მილიონი ლარი; | +26% |
| 11 | იშ ბანკ | 5.1 მილიონი ლარი; | +5% |
| 12 | პაშაბანკი | 3.8 მილიონი ლარი; | ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 0.2 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 13 | პეივბანკი | 3.5 მილიონი ლარი; | ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 0.1 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 14 | ზირაათ ბანკი | 1.8 მილიონი ლარი; | -15% |
| 15 | მიკრობანკი ემბისი | 1.2 მილიონი ლარი; | +56% |
| 16 | პეისერა | -0.8 მილიონი ლარი; | ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 0.2 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 17 | ჰეშბანკი | -3.7 მილიონი ლარი; | ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 3 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 18 | სილქ ბანკი | -8.9 მილიონი ლარი; | ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 7 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 19 | ვი–თი–ბი ბანკი | -15.4 მილიონი ლარი; | ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 35.6 მლნ ლარის ზარალზე იყო |




























