საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-მაისში 1.54 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 5 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მოგება წლიურ ჭრილში 272 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.
ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 819 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 25%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 562 მილიონი ლარით (+16% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 62 მილიონი ლარით (+53%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 19%-ით, 42 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 26 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-მაისში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.
| # | ბანკი | 2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში მიღებული მოგება | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | საქართველოს ბანკი | 819 მილიონი ლარი; | 25% |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 562 მილიონი ლარი; | 16% |
| 3 | ბაზის ბანკი | 62 მილიონი ლარი; | 53% |
| 4 | ლიბერთი ბანკი | 42 მილიონი ლარი; | -19% |
| 5 | კრედო ბანკი | 29 მილიონი ლარი; | -9% |
| 6 | პროკრედიტ ბანკი | 15 მილიონი ლარი; | 21% |
| 7 | ტერა ბანკი | 13 მილიონი ლარი; | 14% |
| 8 | ქართუ ბანკი | 12 მილიონი ლარი; | -33% |
| 9 | ხალიკ ბანკი | 10 მილიონი ლარი; | 45% |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 7.1 მილიონი ლარი; | 13% |
| 11 | იშ ბანკ | 6.2 მილიონი ლარი; | 3% |
| 12 | პეივბანკი | 4.5 მილიონი ლარი; | ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 0.1 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 13 | პაშაბანკი | 2.9 მილიონი ლარი; | 2343% |
| 14 | ზირაათ ბანკი | 2.5 მილიონი ლარი; | 16% |
| 15 | მიკრობანკი ემბისი | 1.6 მილიონი ლარი; | 59% |
| 16 | პეისერა | -1.0 მილიონი ლარი; | ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 0.4 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 17 | ჰეშბანკი | -4.9 მილიონი ლარი; | ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 3.7 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 18 | სილქ ბანკი | -11 მილიონი ლარი; | ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 8.9 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 19 | ვი–თი–ბი ბანკი | -26 მილიონი ლარი. | ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 43 მლნ ლარის ზარალზე იყო |




























