საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის პირველ ნახევარში 1.89 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 6 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მოგება წლიურ ჭრილში 320 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.
ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 967 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 684 მილიონი ლარით (+15% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 74 მილიონი ლარით (+44%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 14%-ით, 53 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 15 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-მაისში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.
| # | ბანკი | მოგება 2026 წლის პირველ ნახევარში - მლნ ლარი | ზრდა/კლება პროცენტულად |
| 1 | საქართველოს ბანკი | 967 მილიონი ლარი; | 23% |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 684 მილიონი ლარი; | 15% |
| 3 | ბაზის ბანკი | 74 მილიონი ლარი; | 44% |
| 4 | ლიბერთი ბანკი | 53 მილიონი ლარი; | -14% |
| 5 | კრედო ბანკი | 44 მილიონი ლარი; | 7% |
| 6 | პროკრედიტ ბანკი | 18.0 მილიონი ლარი; | 18% |
| 7 | ქართუ ბანკი | 16.3 მილიონი ლარი; | -16% |
| 8 | ტერა ბანკი | 15.3 მილიონი ლარი; | 8% |
| 9 | ხალიკ ბანკი | 12.2 მილიონი ლარი; | 48% |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 8.7 მილიონი ლარი; | 10% |
| 11 | იშ ბანკ | 7.4 მილიონი ლარი; | 2% |
| 12 | პეივბანკი | 5.6 მილიონი ლარი; | 4899% |
| 13 | პაშაბანკი | 4.0 მილიონი ლარი; | 825% |
| 14 | ზირაათ ბანკი | 3.7 მილიონი ლარი; | 26% |
| 15 | მიკრობანკი ემბისი | 1.8 მილიონი ლარი; | -65% |
| 16 | პეისერა | -1.2 მილიონი ლარი; | წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 0.6 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 17 | ჰეშბანკი | -6.2 მილიონი ლარი; | წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 5.6 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 18 | სილქ ბანკი | -13.8 მილიონი ლარი; | წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 11.2 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 19 | ვი–თი–ბი ბანკი | -15.0 მილიონი ლარი; | წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 43 მლნ ლარის ზარალზე იყო |




























