მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, შსს პოლიციელებისთვის საკვებს გამარტივებული გზით ₾193 ათასად ყიდულობს

პოლიცია

პრეტენდენტის არ არსებობის გამო, 4 ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისთვის საკვებს 193 ათას ლარად გამარტივებული წესით ყიდულობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წინასწარ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად 2025 წლის საჭირო ოდენობაზე სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების (სოსისი, ბოსტნეული და თევზი (ორაგული)) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერები არ შედგებოდა. ხოლო, ახალი ტენდერის გამოცხადებას და გამარჯვებულის გამოვლენას 10 დღე სჭირდება, რაც პოლიციისთვის მოლოდინის დიდი დრო აღმოჩნდა.

შესყიდვების სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა გასცა.

შესყიდვის ობიექტია:

1. თევზი (ორაგული) - 1000 კგ;

2. სოსისი - 5 010 კგ;
3. სხვადასხვა სახის ბოსტნეული, მათ შორის:
* კარტოფილი - კგ 33700
* კომბოსტო - კგ 9350
* ჭარხალი - კგ 2750
* სტაფილო - კგ 4560
* ხახვი - კგ 4560
* ნიორი - კგ 850
* მწვანილი - კგ 3600.

BM.GE სისტემაში ასახვის შემდეგ შემოგთავაზებთ, ვინ იქნება მიმწოდებელი კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები