საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიზანია უწყების 32,650 თანამშრომლის და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის უზრუნველყოფა 2026 წლის განმავლობაში. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 48.5 მილიონ ლარს.
ტენდერი გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერის ფორმატით აუქციონის გარეშე. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე, დაზღვევის მომსახურება უნდა ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
ტენდერის მონაწილე კომპანიებს მოეთხოვებათ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიების წარმოდგენა, ასევე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით არანაკლებ 11.5 მილიონი ლარის პრემიისა და ანაზღაურებული ზარალის გამომუშავების გამოცდილება.
მომსახურება მოიცავს მრავალპროფილური კლინიკების, ოჯახის ექიმების, სტომატოლოგიური ცენტრებისა და აფთიაქების ქსელის უზრუნველყოფას. პრეტენდენტებს ასევე დაევალებათ დეტალური სიის წარდგენა პროვაიდერი კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიხედვით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში.
ტენდერის დოკუმენტაციის თანამხად კომპანიებს წინადადებების წარდგენა 12 დეკემბრამდე შეეძლებათ.




























