მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 დიდ ქალაქში მსხვილი ამცრელი პუნქტების მიმართულებით ავტობუსები დაინიშნება - სქემა მუშავდება

611532fe42dc1
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 18:39
2720
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, NCDC-ის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, იმისთვის რომ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში არ შეფერხდეს, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სხვადასხვა ადგილიდან დიდი ვაქციანაციის ცენტრების მიმართულებით სპეციალური ავტობუსები დაინიშნება, რომელიც პირებს აცრაზე მიიყვანს.

NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, სქემას თუ როგორ მოხდება აცრის მსურველების ვაქცინაციის ცენტრებამდე მიყვანა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბი ამუშავებს.

„საკოორდინაციოს საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წამოაყენა ინიციატივა, რომელსაც საბჭომ მხარი დაუჭირა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი ამცრელი სივრცეებისკენ. მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფილირებული სამედიცინო უნივერსიტეტი დღეში 4 500 ადამიანს ცრის და ეს თბილისში ჩატარებული აცრების დაახლოებით 30%-ია, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ ქალაქის სხვადასხვა კუთხეებიდან, დაინიშნება ავტობუსები „მივდივარ ვაქცინაციისთვის“ , რაზეც საკოორდინაციო შტაბი მუშაობას. ისევე როგორც ტრანსპორტი იმოძრავებს ტექნიკური უნივერსიტეტისკენ, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიისკენ, ჰუალინგის ცენტრისკენ, კავკასიის მედიცინის ცენტრისკენ... ჩვენ შტაბს გადავეცით 4 დიდ ქალაქში მთავარი ამცრელი ლოკაციების სია, ხოლო სადაც პოლიკლინიკები ახლოსაა ფეხითაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ“, - განმარტა გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას შეაცერებს, რაც COVID-19-ის ეპიდემიური აფეთქების შეჩერებას ისახავს მიზნად. 

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25,933 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დღეისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 218,167 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.9%-ია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 497,752 ადამიანი, რაც მოსახლეობის 13.3%-ია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები