10:30 საათზე - ბათუმში ენმ ცენტრალურ ოფისში ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი გამართავს ბრიფინგს: თემა: ბათუმის შპს „სანდასუფთავების“ საქმიანობის 2021-2022 წწ აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით.
11:00 საათზე - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
11:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.
13:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
13:00 საათზე - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
13:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
14:00 საათზე - ფოთში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ფოთის საკრებულოს წევრი ანიტა ჯოჯუა და “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო ურთიერთობის მდივანი სერგო ჩიხლაძე, "გამარჯვების კოალიციის" ეკონომიკურ ხედვას წარადგენენ.
თემა: დიდი პრობლემა - საქართველოში სურსათის ფასები გაორმაგდა.
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა.




























