4 მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ მიმდინარე წლის 8 აპრილს გამოქვეყნებული მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულება ეფუძნება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონს და მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებით დამტკიცებულ წესს, რომლის მიხედვითაც სტატუსი ენიჭება მეწარმეს, რომელიც შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
დოკუმენტის თანახმად, სტატუსი მიენიჭათ შემდეგ სუბიექტებს: ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც საქმიანობს ქ. ახალქალაქში, ე.წ. მე-14 სამხედრო ქალაქში და რომლის საქმიანობა რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოება-რეალიზაციას მოიცავს;
ასევე ინდივიდუალურ მეწარმე ჰასმიკ კაროიანს, რომელიც რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოება-რეალიზაციით არის დაკავებული.
მესამე სუბიექტი ქ. ახალქალაქში, ე.წ. მე-14 სამხედრო ქალაქში საქმიანობს, ხოლო მეოთხე ქ. ამბროლაურში, ბრატისლავას ქუჩა N24-ზე მდებარეობს და მისი საქმიანობა პურის ცხობა-რეალიზაციას მოიცავს.




























