მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 7 ადამიანს პატიმრობა, ხოლო ერთს საპატიმრო გირაო შეეფარდა

 თბილისის საქალაქო სასამართლო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 მათგანს შეუფარდა, კერძოდ: ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა, ზაქრო ალბუთაშვილს, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს.

ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები