მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

შსს
08.10.25 00:44
486

შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

როგორც განცხადებაში წერია, დაკავებულია ნ.ს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს დააკავეს.

სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებული იყო 22 პირი, ხოლო 3 პირი იმყოფებოდა მიმალვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები