დატვირთულ ყოველდღიურობაში ონლაინ შოპინგი დროისა და ენერგიის დაზოგვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო წინასადღესასწაულო პერიოდსა და ფასდაკლებების დროსაა, როდესაც ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგი ყოველდღიური საყიდლებისა თუ წინასწარ დაგეგმილი ნივთების შესაძენად რთულდება.
VELI.store საქართველოში წამყვანი ონლაინ შოპინგის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლების ნდობას სრულყოფილი სერვისით იმსახურებს - პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებები, გამართული საოპერაციო და მიწოდების მიმართულება, მეგობრული მხარდაჭერის გუნდი და სხვა.
ბიუჯეტის ოპტიმიზაციისა და იმპულსური გადაწყვეტილებებისგან თავის ასარიდებლად შეგიძლია ამ სტატიაში არსებული 4 რჩევა გამოიყენო.
შეინახე ნივთები სურვილების სიაში
ველის სურვილების სია შეგიძლია პრაქტიკულად გამოიყენო და შენი ჭკვიანური შოპინგის მთავარ ელემენტად აქციო. როცა ციფრულ თაროებზე შენთვის სასურველ ნივთებს იპოვი, გაეცანი დეტალურ აღწერილობას, დარწმუნდი, რომ ეს ნივთი ნამდვილად გჭირდება და შეინახე შენს სურვილების სიაში.
ამ გზით შოპინგის დასრულებამდე კიდევ ერთხელ შეძლებ იმ პროდუქტების ჩამონათვალის გადახედვას, რომელთა შეძენაც გსურს და დაგეგმავ, როდის რა ნივთი შეიძინო.
გარდა ამისა, ველიზე სურვილების გაზიარება შეგიძლია, რაც განსაკუთრებით კომფორტული ფუნქციონალია წინასაახალწლოდ. იმისთვის, რომ ზუსტად ის საჩუქრები მიიღო, რაც ნამდვილად გინდა, შეგიძლია სურვილების ღია სია შექმნა და მეგობრებს გაუზიარო.
ამასთანავე, შენი ღია სურვილების ნახვას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომელსაც თავად გაუზიარებ ბმულს. ხოლო, სხვა მომხმარებლები შენგან დამოუკიდებლად, ღია სურვილების სიას ვერ ნახავენ.
გააკეთე ინფორმირებული არჩევანი
ონლაინ შოპინგისას შეგიძლია დეტალურად გაეცნო პროდუქტის წარმომავლობას, მახასიათებლებსა თუ შემადგენლობას და აირჩიო ის პროდუქტი, რომელიც ზუსტად შენს საჭიროებებზეა მორგებული.
ნივთების შერჩევისას ზოგჯერ ყველაზე რთული ნაწილი, სწორედ სხვადასხვა ბრენდის, ერთი შეხედვით მსგავს პროდუქტებს შორის არჩევანის გაკეთებაა. იმისთვის, რომ ზუსტად ის ნივთი შეარჩიო, რომელიც გჭირდება გაეცანი ბრენდების წარმომავლობას, ისტორიასა და ღირებულებებს, რომლებზეც ეს ბრენდი დგას.
მოემზადე ფასდაკლებებისთვის
იმ შემთხვევაში თუ სასურველი ნივთის შეძენა არ გეჩქარება, დაელოდე დიდ ფასდაკლებებს – საახალწლო ან სეზონურ აქციებს. გამოიწერე შეტყობინებები ველისგან, ასე პირველი გაიგებ ფასდაკლებების შესახებ, მიიღებ შენს ინტერესებზე მორგებულ ინდივიდუალურ შეთავაზებებს და შეძლებ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო საყვარელი ბრენდების პროდუქცია. VELI.store-ზე ფასდაკლებებს 18 ნოემბრიდან აღმოაჩენ.
გარდა ამისა, ველი გადახდის სხვადასხვა, მოქნილ სისტემას გთავაზობს, რომლებიც შეგიძლია სტრატეგიულად გამოიყენო და ისე შეიძინო სასურველი ნივთები, რომ დღეს თანხა საერთოდ არ გადაიხადო - ღირებულება კი 4 თვემდე უპროცენტოდ, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გადაანაწილო.
იშოპინგე ონლაინ და დაზოგე დრო
დატვირთულ ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია ისეთი გზების მოძიება, რომლებიც თითოეული წუთის მაქსიმალურად ჭკვიანურად გამოყენების შესაძლებლობას მოგცემს. სადღესასწაულო ან ფასდაკლებების პერიოდში ონლაინ შოპინგი სწორედ ამ მიზეზის გამოა ჭკვიანური გადაწყვეტა.
VELI.store-ის ვირტუალურ პლატფორმაზე ყველა ის ნივთი, რომელიც ფიზიკურ სივრცეში სხვადასხვა მაღაზიაში უნდა მოგეძიებინა ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მიწოდების დროს კი თავად ირჩევ. შეკვეთას დღის ნებისმიერ მონაკვეთში ათავსებ და გადახდისას მიწოდების იმ ინტერვალს ირჩევ დილის 9 საათიდან, საღამოს 01:00 საათამდე, რომელიც შენთვის ყველაზე მისაღებია.
ველი ასევე საუკეთესო ადგილია საჩუქრების შესაძენად - შერჩეული ნივთი შეგიძლია ონლაინ, სრულიად უფასოდ შეფუთო, დაწერო ტექსტი მისალოცი ბარათისთვის და ადრესატს საქართველოს ნებისმიერ მისამართზე გაუგზავნო.
მოემზადე ჭკვიანური შოპინგისთვის, სპეციალურ ფასდაკლებებს ველიზე 18 ნოემბრიდან აღმოაჩენ.